ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

Admission:40 students

tudy period:4 year

ბიზნესის ადმინისტრირება

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის საჭიროა:

- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

- ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენის, ნებისმიერი უცხო ენისა და მათემატიკა/ისტორიის წარმატებით ჩაბარება და ქუთაისის უნივერსიტეტის სტატუსის მოპოვება;

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაძლებელია პროგრამაზე სტუდენტის მიღება

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე; პირები, რომლებსაც „უმაღლეს

საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო

სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე

აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების

წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და

მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების საფუძველზე უფლება

აქვთ ჩაირიცხონ უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.

2. შიგა და გარე მობილობით. ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმან¬ათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების შესაბამისად მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტები.


პროგრამის აქტუალობა 

 თანამედროვე საქართველოს სწრაფი განვითარება და ეკონომიკური წინსვლა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ბიზნეს საქმიანობის გააქტიურებაზე, რაც შესაძლებლობას მოგვცემს უზრუნველვყოთ მოსახლეობის სოციალური ფონის გაუმჯობესება, დასაქმების მაჩვენებლის ზრდა, ახალგაზრდების დამაგრება და სხვ. 

საქართველოში საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების კვალდაკვალ ორგანიზაციათა ეფექტიანობის ამაღლების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისათვის პროფესიონალი კადრების მომზადება. ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამების ამოცანას წარმოადგენს იმ ადამიანების პროფესიონალური განათლება და მომზადება, რომლებიც საბაზრო ეკონომიკის პირობებში ქმნიან, ხელს უწყობენ და მართავენ ორგანიზაციებსა და მიზნად ისახავენ ეფექტიანობის და/ან მოგების მიღებას, მათთვის მისაღები შემოსავლიანობის, ვადიანობისა და რისკიანობის პირობებში. ამდენად, მაღალკვალიფიციური, ეთიკური და სტრატეგიულად მოაზროვნე კადრების მომზადებით ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ საქართველოში ცივილიზებული, კონკურენტუნარიანი ბიზნესის ჩამოყალიბებას, ე.ი. ქვეყნის ძლიერების და განვითარების საფუძვლის შექმნას.

პროგრამის მიზანი 

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მიზნებია სტუდენტს:
1. მისცეს ფართო თეორიული ცოდნა ბიზნეს-საქმიანობისა და მისი ფუნქციონლაური სფეროების შესახებ;
2. გამოუმუშაოს ცვალებად გარემოში მიმდინარე პროცესების შეფასებისა და კრიტიკულად გააზრების შესაძლებლობა;
3. განუვითაროს სხვადასხვა დონის მენეჯმენტისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, რაც შეესაბამება ფინანსური, მარკეტინგული, ბუღალტრული და სხვა ფუნქციების ეფექტიან შესრულებას;
4. განუვუთაროს ღირებულებები და დამოკიდებულება, რაც უზრუნველყოფს მის ჩამოყალიბებას კონკურენტუნარიან, მაღალკვალიფიციურ, ეთიკური და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად;
5. შეუქმნას პირობა, რათა კურსდამთავრებულმა შეძლოს სწავლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელება, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.