დასაქმების ფორუმი


6 სექტემბერს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მონაწილეობა მიიღეს დასაქმების ფორუმში.

ფორუმში მონაწილეობას რეგიონში მოქმედი სხვადასხვა კომპანია  იღებდა:

სამუშაოს მაძიებლებს 30-მდე კომპანიამ 500-ზე მეტი ვაკანსია შეთავაზა.

სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებიდან იყო  წარმოდგენილი.
ფორუმის მიზანია სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს, რაც ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას.
 დასაქმების მსურველებმა  ადგილზე გაიარეს რეგისტრაცია და მიიღეს ინფორმაცია შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე.




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook