ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ბიბლიოთეკა

ჩვენს შესახებ

„ ქუთაისის უნივერსიტეტის“ ბიბლიოთეკა- სასწავლო კვლევითი სივრცე- ემსახურება ყველას-განურჩევლად კულტურული,რელიგიური, ეთნიკური და სოციალური სტატუსისა.


ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი შედგება, უნივერსიტეტის მიერ მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო სავალდებულო ლიტერატურისაგან, პერიოდული გამოცემებისაგან, ციფრული ლიტერატურისაგან და სხვა.

ბიბლიოთეკის ფონდის კატალოგი ასახულია ელექტრონულ საბიბლიოთეკო პროგრამაში openbiblio, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სასურველი ლიტერატურის ელექტრონულ კატალოგში მოძიება

ბიბლიოთეკის უფლებამოსილებასა და სააქმიანობას, აწესრიგებს ბიბლიოთეკის დებულება

ბიბლიოთეკა მუშაობს

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. 9:00-21:00 სთ.


OpenBiblio


მომსახურება

საბიბლიოთეკო ფონდიდან ერთეულის გატანა შეუძლიათ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს,გარეშე პირებს შეუძლიათ წიგნადი ფონდით ისარგებლონ საბიბლიოთეკო სივრცეში.

თითოეული საბიბლიოთეკო ერთეულის გატანა/არგატანა დამოკიდებულია წიგნის  კატეგორიაზე რაოდენობასა და მისი მოთხოვნის სიხშირეზე.

ბიბლიოთეკიდან გაიცემა ყველა ის საბიბლიოთეკო ერთეული, რომელიც ქვემოთ მოცემულ კატეგორიას არ მიეკუთვნება:

  1. წიგნი, რომლის მხოლოდ ერთი ეგზემპლარია ბიბლიოთეკაში
  2. პერიოდული გამოცემები (ჟურნალები, გაზეთები)
  3. ლექსიკონები

საბიბლიოთეკო ფონდიდან მკითხველს შეუძლია ერთდროულად მხოლოდ სამი წიგნის გატანა, ასევე მომხმარებელს შეუძლია სასურველი ლიტერატურა დაჯავშნოს ელექტრონულად ბიბლიოთეკის მეილისი საშუალებით.([email protected])

შპს ქუთაისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა  არასამუშაო დღეს (შაბათი) ახალგაზრდა მწერლებლსა და პოეტებს უსასყიდლოდ სთავაზობს სივრცეს საკუთარი შემოქმედების პრეზენტაციისათვის.