ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

მართვა

ლაშა კანდელაკიშვილი
რექტორი

ლაშა კანდელაკიშვილმა 2007 წელს წარმატებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, 2017 კი პოლონეთის ლეგნიცის უმაღლესი მენეჯმენტის სკოლაში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

2007 წლიდან თბილისის საერო უნივერსიტეტის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, 2008 წლიდან თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დირექტორი იყო. 2009 წელს ევრაზიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, 2012 წლის 31 დეკემბრიდან  2019 წლის 31 ოქტომბრამდე კი ევროპის უნივერსიტეტის რექტორი იყო.

ლაშა კანდელაკიშვილი პედაგოგიურ საქმიანობას წლების განმავლობაში ეწეოდა, ამასთან, მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში. არის 5 სახელმძღვანელოს, სამეცნიერო ნაშრომებისა და პუბლიკაციების ავტორი.

კონტაქტი: [email protected]


თამარ კერძაია
ვიცე-რექტორი აკადემიური მიმართულებით

თამარ კერძაია - ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, სამართლის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ექსპერტი და მრჩეველი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ადვოკატთა ასოციაციისა და ACT – Analysis and Consulting Team -ის ტრენერი, ბიზნესლიდერთა ფედერაციის - „ქალები მომავლისთვის“ - განათლების კომიტეტის თავჯდომარე, ციფრული განათლების ცენტრის დამფუძნებელი.

თამარს აქვს ბიზნესის მართვის 14 წლიანი გამოცდილება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთშორისო დონეზე.

მან წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და აქვე მოიპოვა მაგისტრის ხარისხი. მოგვიანებით, დოქტორანტურა New vision უნივერსიტეტში გაგრძელა. კვლევით საქმიანობას ეწეოდა გერმანიაში,  მიუნსტერის სახელმწიფო უნივერსიტეტში (University of Münster). 

თამარს ჩაბარებული აქვს ადვოკატისა და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები.

თამარს მოპოვებული აქვს DAAD - ის (გერამნიის აკადემიური გაცვლის სამსახური) სტიპენდია კვლევითი საქმიანობისთვის. თამარი არის რამდენიმე კვლევის ავტორი.

კონტაქტი: [email protected]


თამარ ზარგინავა
ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით        

თამარ ზარგინავამ 2013 წელს წარმატებით დაამთავრა ეკონომიკისა და მენეჯმენტის აღმოსავლეთ ევროპული უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, 2015 წელს კი ამავე უნივერსიტეტში სამართლის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.

2007-2011 წლებში საერო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა, 2011-2012 წლებში თბილისის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 2012-2014 წლებში კი - ამავე უნივერსიტეტის რექტორის აპარატის ხელმძღვანელი. 2015-2017 წლებში ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა, 2017 წლიდან დღემდე არის ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

კონტაქტი: [email protected]


ნინო ტალიაშვილი
ვიცე-რექტორი სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით        

ნინო ტალიაშვილმა 2009 წელს დაასრულა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2014 წლიდან ნინო ტალიაშვილი არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.

2010 წლიდან 2015 წლამდე ნინო ტალიაშვილი სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ხელმძღვანელობდა იურიდიულ სამმართველოს, ხოლო 2015-2019 წლებში იყო ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი.

ნინო ტალიაშვილი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი. 2019 წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ - მინისტრის ბრძანებით დაინიშნა პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრად.

ნინო ტალიაშვილი სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), როგორც სამართლის ექსპერტი. ამჟამად თანამშრომლობს მსოფლიო ბანკთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), როგორც განათლების სამართლის ექსპერტი.

კონტაქტი: [email protected]

 


სოფიო ხუნდაძე
ვიცე-რექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით

2010 წელს დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი. ფლობს სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) დიპლომს ბუღალტრულ აღრიცხვასა და ბიზნესში. არის ასოცირებული პროფესორი ფინანსებში. თოთხმეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის ერთი მონოგრაფიის ავტორი (გამომცემლობა VDM Verlag Dr. Muller, გერმანია). რეფერირებული სამეცნიერო, პროფესიული ჟურნალების (Pinnacle Business Management (ISSN: 2360-946X), Pinnacle Economics and Finance (ISSN: 2360-9486), Journal of Modern Accounting and Auditing (ISSN: 1548-6583) რეცენზენტი. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. არის პროგრამის „Erasmus+“ მონაწილე, პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა ინსუბრიას უნივერსიტეტში (იტალია) პედაგოგიურისაქმიანობისთვის.

სოფიო ხუნდაძე არის საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის და ასევე, ყაზახეთის აკრედიტაციისა და რეიტინგის დამოუკიდებელი სააგენტოს ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი.

ასევე, არის საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის განათლების კომიტეტის წევრი და განგრძობითი განათლების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. მსოფლიო ბანკის ფინასნური ანგარიშგების რეფორმების ცენტრის (CFRR) პროექტის „აუდიტისა და ფინანსური ანგარიშგების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (STAREP)“ მონაწილე.

2013-2018 წლებში მუშაობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის და ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციებზე. 2019 წელს მუშაობდა კავკასიის უნივერსიტეტში, იკავებდა ბიზნესის მართვის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას. ევროპის უნივერსიტეტში მუშაობდა საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. 2020 წლიდან ევროპის უნიევრსიტეტში იკავებს ვიცე-რექტორის პოზიციას ხარისხის განვითარების მიმართულებით.


ქუთაისის უნივერსიტეტის მმართველი საბჭო


ქუთაისის უნივერსიტეტის მმართველი საბჭო არის უნივერსიტეტის მართვის კოლეგიური ორგანო, რომლის მიზანია:


•             უნივერსიტეტის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სასწავლო, სამეცნიერო და ადმინისტრციულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების  მიღება და რეკომენდაცი(ებ)ის შემუშავება;


•             უნივერსიტეტის ეფექტიანი საქმიანობის ხელშეწყობა, გადაწყვეტილებ(ებ)ის მიღების პროცესში საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფით.


მმართველის საბჭოს თავმჯდომარეა უნივერსიტეტის რექტორი. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ვიცე-რექტორები, დეკანები, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, აფილირებული აკადემიური პერსონალი, სტუდენტი, კურსდამთავრებული და დამსაქმებელი.