ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

მობილობა

 

 

 

 

 

 

 

მობილობა

მობილობის წესები და პროცედურები

რეგისტრაციის ეტაპები

  1. გაიაროს რეგისტრაცია მობილობის ელ. პორტალზე  students.emis.ge
  2. გააკეთოს ელ.განაცხადი მობილობაზე: დააფიქსიროს არჩევანი (უსდ, პროგრამა) და დაალაგოს  იგი პრიორიტეტებად
  3. გადაიხადოს მობილობის საფასური და წარმოადგინოს შესაბამისი ქვითარი.
  4. გაეცნოს მობილობის შედეგებს ელ - პორტალზე პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში
  5. დადებითი პასუხის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს წერილობითი განცხადებით მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგინოს პირადი საქმის ასლები
  6. გაეცნოს მიმღები უსდს მიერ აღიარებულ კრედიტების რაოდენობას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა/უარი

რეგისტრაციის ვადები:

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში, (იხ.მობილობის ელ. პორტალი  students.emis.ge).

პორტალზე მომხარებლად რეგისტრაცი

პორტალზე მომხარებლად რეგისტრაციის უფლება აქვს, პირს, რომელიც ასახულია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში და კანონმდებლობით

 დადგენილი წესით მოპოვებული აქვს სტუდენტის სტატუსი. მობილობის მომენტისათვის სტუდენტს უნდა ჰქონდეს გავლილი ორი აქტიური სემესტრი 

საწყის უმაღლეს სასწავლებელში. სტუდენტი მობილობის ელექტრონულ პორტალზე მომხარებლად რეგისტრირდება თერთმეტნიშნა პ/ნომრის მეშვეობით.

შეჩერებული ან შეწყვეტილი სტატუსის მქონე სტუდენტების მობილობა

სტუდენტს, რომელსაც შეუწყდა სტუდენტის სტატუსი, მობილობის უფლება აქვს სტატუსის

შეწყვეტიდან  12 თვის განმავლობაში.

სტუდენტს, რომელსაც შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში.

მობილობის მსურველის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • განცხადება
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • წინა საგანმანათლებლო საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიული ასლი (ბაკალავრიატზე მობილობის შემთხვევაში - ატესტატის ნოტარიული ასლი ან დედანი, მაგისტრატურაზე მობილობის შემთხვევაში - ბაკალავრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი, დოქტორანტურაზე მობილობის შემთხვევაში - მაგისტრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი);
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;

კონტაქტი

სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახური

თინათინ მეფარიშვილი - სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურის უფროსი

[email protected]

+995 (431) 23 79 79 (314)