ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი

ანა ტყეშელაშვილი 

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი 

Ana,[email protected]

557500707


თეოდოტი ლეჟავა 

სპორტული და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვის მენეჯერი

[email protected]

593640903


ნინო    ქარსელაძე 

ფსიქოლოგი

[email protected]

598858799

 

ქუთაისის უნივერსიტეტში  ფუნქციონირებს  სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი.

სერვისები და დასაქმება

ცენტრის მთავარი მიზანია, სტუდენტს შეუქმნას ხელსაყრელი გარემო, რათა იგი იყოს თვითრეალიზებული და წარმატებული. 

მომსახურების ცენტრის სერვისები სტუდენტებისთვის

უკეთ დასაქმების მიზნით, ხელს ვუწყობთ კარიერული კომპეტენციების განვითარებაში;

წამყვან პარტნიორ კომპანიებთან და სტუდენტებისთვის სასურველ ცნობილ ადამიანებთან ერთად ვაწყობთ საინტერესო შეხვედრებს, ვორქშოფებს, მასტერკლასებსა და საჯარო ლექციებს;

ვეხმარებით CV-ების მომზადებაში და ვამზადებთ გასაუბრებისთვის.

მომსახურების ცენტრის სერვისები კურსდამთავრებულთათვის:

კურსდამთავრებულების  წინსვლა ქუთაისის უნივერსიტეტის წარმატებაა.

შეიქმნა კურსდამთავრებულთა ასოციაცია.

კურსდამთავრებულებთან ერთად ვაწყობთ სასარგებლო და საინტერესო აქტივობებს;

ერთად  ვქმნით და ვახორციელებთ ინოვაციურ იდეებს;

ვაცნობთ საზოგადოებას ჩვენი კურსდამთავრებულების მიღწევებს.

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმება და კარიერა

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სტუდენტი/კურსდამთავრებული იყოს წარმატებული

გეხმარებით თქვენთვის სასურველი სამსახურის შერჩევაში;

ჩვენი პარტნიორები თქვენი პოტენციური დამსაქმებლები არიან;

ქუთაისის  უნივერსიტეტი თანამშრომლობს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. ჩვენს პარტნიორებს და, შესაბამისად თქვენს პოტენციურ დამსაქმებლებს სფეროში წარმატებული კომპანიები და ორგანიზაციები წარმოადგენენ.

თქვენ სასურველი და მოთხოვნადი კადრი ხდებით - ჩვენ ვიცით რა ჭირდება დამსაქმებელს;

მუდმივად ვაწვდით პარტნიორ ორგანიზაციებს სტუდენტებისა და კურსდამთარებულების შესახებ ინფორმაციას.

ფსიქოლოგის კონსულტაცია

ქუთაისის უნივერსიტეტის  სტუდენტს ნებისმიერ დროს შეუძლია ისარგებლოს პროფესიონალი ფსიქოლოგის კონსულტაციით.   (კონსულტაცია ანონიმურია!)