ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

"ქუთაისის უნივერსიტეტსა” და "კატოვიცეს ბიზნესის უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის უნივერსიტეტსა და   კატოვიცეს ბიზნესის უნივერსიტეტს შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ტექნოლოგიების მიმართულებით კატოვიცეს ბიზნესის უნივერსიტეტი ერთ-ერთი მოწინავეა და განათლების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. 

კატოვიცეს ბიზნესის უნივერსიტეტს არაერთი საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით და თავის სტუდენებს ხშირად ანებივრებს საზღვარგარეთ სტაჟირების გავლის შესაძლებლობით.

აღსანიშნავია, რომ კატოვიცეს ბიზნესის უნივერსიტეტი ქუთაისის უნივერსიტეტის რიგით მეთორმეტე პარტნიორი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა პოლონეთში.

 


ბოლო სიახლეები