ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ქუთაისის უნივერსიტეტში მედიაწიგნიერების გლობალური კვირეულის აღსანიშნავად მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება და განხილვა გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტში მედიაწიგნიერების გლობალური კვირეულის აღსანიშნავად მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება და განხილვა გაიმართა.

23 ოქტომბრის კვირა მედიაწიგნიერების გლობალურ კვირეულადაა აღიარებული.  მედიაწიგნიერებასა და დეზინფორმაციაზე ცნობიერების ასამაღლებლად ქუთაისის უნივერსიტეტის მარკეტინგის სამსახურის ორგანიზებით სტუდენტებმა ყალბი ინფორმაციის გავრცელების შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმი იხილეს.

ფილმის ჩვენების შემდეგ, გაიმართა დისკუსია მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე თანამედროვე საზოგადოებაში. Სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს აქტივობაში, რომელიც დაეხმარება მათ გაუმკლავდნენ ინტერნეტისგან მომდინარე ხილულ და უხილავ საფრთხეებს.