პრაღის საზაფხულო სკოლა


ქუთაისის უნივერსიტეტი გაძლევთ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოთ პრაღის საზაფხულო სკოლაში. შვიდი დღის განმავლობაში (2019 წლის 29 ივნისიდან 6 ივლისამდე) გრძელდება საზაფხულო სკოლა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ეროვნებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლების მომზადებას, რათა მათ ზაფხულის არდადეგები უნიკალურ აკადემიურ და კულტურულ გარემოში გაატარონ.

პრაღის საზარფხულო სკოლა, თავისი მე-15 გამოშვებისთვის გთავაზობთ შემდეგ მიმართულებებს:

  1. დანაშაული, სამართალი და ფსიქოლოგია
  2. კრიზისი ევროპაში: ევროკავშირის იმედები და შიში
  3. ჩინეთი: მსოფლიო სუპერძალა - მითი თუ რეალობა?
  4. განვითარება, მდგრადობა და გლობალიზაცია
  5. განათლება: მომავლის სკოლა
  6. ეკონომიკა და ფსიქოლოგია

პრაღის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა 31 მარტი. მონაწილეობის საფასურია 790 ევრო.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ სტრატეგიულო განვითარების, ინტერნაციონალიზაციისა და კვლევების ხელშეწყობის სამსახურს.




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook