ვაკანსია - საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის მდივანი


             შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორის 05/02/2019 წ.  88  ბრძანების თანახმად

განცხადება

კონკურსის გამოცხადების შესახებ შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის მდივნის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად

 

კომპანიის დასახელება:

შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი“

ვაკანსიის დასახელება:

საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

მდივანი, 1 (ერთი) ვაკანტური ადგილი  

განთავსების თარიღი / ბოლო ვადა:

2019 წლის 5 თებერვლიდან – 2019 წლის 19 თებერვლვლის ჩათვლით

მდებარეობა:

ქუთაისი

ტელეფონი:

+995 0431 24 52 97 (111);

საკონტ. პირი:

თინათინ მეფარიშვილი

განაკვეთი:

სრული

ენები:

 

ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;

სასურველია ინგისური ენის ცოდნა

შრომის ანაზღაურება:  დარიცხული 350  ლარი.

 

შპს ქუთაისის უნივერსიტეტი - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (უნივერსიტეტი) -  აცხადებს კონკურსს საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის მდივნის 1 (ერთი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. აუცილებელი: უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი;
  2. სასურველი: მაგისტრის ხარისხი; სპეციალობები: (ოფისის მენეჯმენტის/ ეკონომიკის/ განათლების მენეჯმენტის, ან სამართლის მიმართულებით)
  3. სავალდებულოა ქართულ ენაზე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  4. სასურველია ინგლისური ენის სულ ცოტა B2 დონეზე ცოდნა.
  5. სავალდებულოა: საოფისე პროგრამების ცოდნა: Microsoft office, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint,
  6. სავალდებულოა: შესაბამის სფეროში არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება .

 

დამატებითი მოთხოვნები:

 - კომუნიკაცია,

-გამართულად წერა,

-თანამშრომლობა/ტოლერანტობა,

- კეთილსინდისიერება,

-შედეგზე ორიენტაცია,

-სოციალური კავშირების დამყარება,

-დარგობრივი ცოდნის გამოყენება, ანალიზი,

- ინოვაციურობა,  ინსტრუქციების და პროცედურების დაცვა,

-სტრესის მიმართ გამძლეობა.

 

სამუშაოს აღწერა :

  1. დეკანის ბრძანების პროექტის მომზადება კონკრეტულ ჯგუფში ბაკალავრიატის პროგრამის იმ სტუდენტის ჩარიცხვაზე, რომელიც ჩაირიცხა უნივერსიტეტში სემესტრის დაწყების შემდეგ ან სემესტრის დაწყების შემდეგ აღუდგა სტუდენტის სტატუსი - ბრძანების გამოცემის შემდეგ მისი დამოწმებული ასლის სტუდენტისთვის გადაცემა;

 

  1. ბაკალავრიატის პროგრამების სასწავლო კურსების საგამოცდო უწყისების შევსება და სასწავლო კურსის ლექტორისთვის მათი გადაცემა - შპს ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების სახელმძღვანელოში დადგენილი წესით;

 

  1. ბაკალავრის დიპლომის დანართის ქართულ ენაზე შევსება და მისი გადაცემა საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურისათვის;

 

  1. სამაგისტრო/სადოქტორო გამოცდის ადმინისტრატორის თანაშემწის ფუნქციების შესრულება - სტუდენტად მიღების ინსტრუქციით დადგენილი წესით;

 

  1. ბაკალავრიატის პროგრამების სტუდენტებად ჩარიცხულ პირთა პირად საქმეში დაცული დოკუმენტების, ასევე მობილობის წესით ჩარიცხულ სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარმოებულ პირად საქმეში დაცული დოკუმენტების  გადმობარება მაგისტრატურის პროგრამებისა და მობილობის პროცესების მენეჯერისაგან - შპს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტად მიღების ინსტრუქციით დადგენილი წესით;

 

  1. რექტორის ბრძანების დამოწმებულ ასლის ელექტრონული ფოსტით გაგზავნა სტუდენტისთვის მისი სწავლის წლიური საფასურის საუნივერსიტეტო სასწავლო გრანტით დაფინანსების შესახებ - შინაგანაწესით დადგენილი წესით;

 

  1. სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება - შინაგანაწესით დადგენილი წესით;

 

  1. რექტორის ბრძანებების პროექტების მომზადება სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერების, აღდგენის ან შეწყვეტის თაობაზე და ბრძანების გამოცემის შემდეგ მისი დამოწმებული ასლის გადაცემა შესაბამისი პროგრამის მენეჯერისათვის - შინაგანაწესით დადგენილი წესით;

 

  1. სასწავლო კურსების სწავლის შედეგების შეფასების შევსებული უწყისებისა და საგამოცდო ნაშრომების მიღება სასწავლო კურსების ლექტორებისაგან,  გაპროტესტებული საგამოცდო ნაშრომის შემთხვევაში - შეფასების შევსებული ბიულეტენებისა და უწყისის, აგრეთვე, საგამოცდო ნაშრომის გასწორებული ქსეროასლების გადმობარება  შემფასებელი კომისიის თავმჯდომარისაგან;

 

  1. შეფასებული მასალების (პრაქტიკის დღიურები, ანგარიშები, დახასიათებები, საბაკალავრო, სამაგისტრო, სასემინირო, კოლოქვიუმის, სადისერტაციო ნაშრომები და ა.შ.), შეფასების შევსებული ბიულეტენებისა და უწყისების მიღება შემფასებლებისაგან; სწავლის შედეგების შეფასების საბოლოო ქულის და შეფასების ნიშნის გამოყვანა, შეფასების შეწონილი ქულის გამოთვლა პროგრამის თითოეული კომპონენტისათვის და მათი შეტანა სტუდენტის სასწავლო ბარათში; თითოეული სტუდენტის სწავლის შედეგების მიღწევის დონის შეფასების კუმულატიური შეწონილი ქულის გამოთვლა ყოველი სემესტრის დასრულების შემდეგ და სტუდენტის სასწავლო ბარათში მისი შეტანა;

 

  1. სტუდენტის სასწავლო ბარათის წარმოება, შემოწმება და გადაცემა შესაბამისი პროგრამის მენეჯერისთვის სტუდენტისათვის მისაცემად; სასწავლო ბარათებში საკვალიფიკაციო/სადისერტაციო საბჭოს იმ სხდომის ოქმის ნომრისა და თარიღის შეტანა, რომელმაც კურსდამთავრებულს მიანიჭა კვალიფიკაცია;

 

  1. კურსდამთავრებულისთვის განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი იმ დოკუმენტის დედნის მიცემა, რომელიც სტუდენტის პირად საქმეში ინახებოდა;  სტუდენტის პირად საქმეში დიპლომისა და მისი დანართის ქსეროასლების,  სტუდენტის განცხადებების ასლების და სხვა დოკუმენტების ასლების შენახვა - შპს ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების სახელმძღვანელოთი დადგენილი წესით;

 

  1. სამაგისტრო, სადოქტორო, სასწავლო კურსების საგამოცდო ნაშრომების, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო სემინარების, კოლოქვიუმების ნაშრომების, პრაქტიკის ანგარიშებისა და პრაქტიკანტთა დახასიათებების, სასწავლო კურსების სწავლის შედეგების შუალედური შეფასების აღრიცხვის ჟურნალების, სწავლის შედეგების მიღწევის დონის შეფასების უწყისების საქმეებად გაფორმება და შენახვა - შპს ქუთაისის უნივერსიტეტის საკანცელარიო და საარქივო საქმისწარმოების ინსტრუქციით დადგენილი წესით.

 

საკონკურსო თემატიკა

 

  • შპს ქუთაისის უნივერსიტეტის შინაგანაწესი;
  • შპს ქუთაისის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულება;
  • შპს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტად მიღების ინსტრუქცია;
  • შპს ქუთაისის უნივერსიტეტის საკანცელარიო და საარქივო საქმისწარმოების ინსტრუქცია;
  • შპს ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების სახელმძღვანელო;
  • საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ

 

 

კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი საბუთებისა და მასალების ნუსხა:

  1. განცხადება შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორისადმი, ხოლო

                ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში თემის ველში ვაკანსიის დასახელების

                მითითება;

  1. კონკურსანტის პროფესიული ბიოგრაფია (CV);
  2. სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია
  3. კონკურსანტის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი (საქართველოს

         მოქალაქისთვის - პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მოქალაქეობის არმქონე

         პირთათვის - ბინადრობის მოწმობა) და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;

  1. ბაკალავრის/მაგისტრის დიპლომი, ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;
  2. არსებობის შემთხვევაში - ინგლისური ენის B2, ან უფრო მაღალ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (თუ სერთიფიკატი ან ცნობა უცხოენოვანია, თან უნდა ახლდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე);
  3. სპეციალობით კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატი, დიპლომი, მოწმობა);
  4. სამოტივაციო წერილი;
  5. ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4 სმ ნაბეჭდი სახით, ან ელექტრონული ფორმით;
  6. ერთი CD დისკი, რომელზეც pdf ფორმატითაა ჩაწერილი საბუთების იმ ნაწილების დასკანერებული ასლები, რომელთა ქსეროასლებიცაა წარმოდგენილი (დოკუმენტაციის პირადად წარმოდგენის შემთხვევაში)
  7. pdf ფორმატის ერთი ფაილი რომელიც მოიცავს მოიცავს ყველა წარმოსადგენი საბუთის ელექტრონულ (დასკანერებულ) ასლს.

 

საკონკურსო საბუთების/მასალების წარმოდგენის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საბუთები უნდა წარმოადგინონ პირადად, ან ელექტრონულად 2019 წლის 5 თებერვლიდან – 2019 წლის 19 თებერვლვლის ჩათვლით სამუშაო დღეებში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ კანცელარიაში (მის.: ქუთაისი, ა. წერეთლის ქ. #13, მეორე სართული), ან hr@unik.edu.ge -ზე (სადაც თემის ველში მიეთითება ვაკანსიის დასახელება). 
  • საბუთები შემოწმდება წარმოდგენისთანავე. ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ყველა წარმოდგენილი საბუთი/მასალები უბრუნდება კონკურსანტს.

 

კონკურსის პირობები, კონკურსი მოიცავს:

  1. საბუთების გადარჩევა

(რაც მოიცავს, კონკურსანტის კვალიფიკაციის შემოწმებას კონკურსის პირობებთან წარმოდგენილი საბუთების მიხედვით)

  1. გასაუბრება.

 

დამატებითი ინფორმაცია:

გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატი, რომლებიც დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. გასაუბრებაზე მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატთან (მის მიერ განაცხადში ან CV-ში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით). კანდიდატი რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

გასაუბრების დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობება დამატებით (მის მიერ განაცხადში ან CV-ში  მითითებული ტელეფონის, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით)

კონკურსის გამარჯვებულს საკონკურსო კომისია გამოავლენს არაუგვიანეს 2019 წლის 1 მარტამდე.




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook