ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ტურნირი მინი-ფეხბურთში დასრულდა

 

28 ოქტომბერს ქუთაისის უნივერსიტეტში დასრულდა შემოდგომის ტურნირი მინი ფეხბურთში. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდა მეორე კურსის სტუდენტთა გუნდი ,,ეკონომისტები“ და მესამე კურსის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული გუნდი ,,გეგმა“. ფინალური მატჩი ,,გეგმის“ გამარჯვებით დასრულდა -  ანგარიშით 7:4. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა გარდამავალი თასი და სამახსოვრო საჩუქრები.

ფინარურ თამაშზე ასევე გამოვლინდა სეზონის საუკეთესო მოთამაშე და სეზონის საუკეთესო ბომბარდირი: ორივე ტიტული წილად ხვდა ,,გეგმა“-ს გამორჩეულ ფეხბურთელს - მესამეკურსელ ერეკლე ხაჩიძეს; რომელმაც მაყურებლის სიმპატია და ტურნირის სამახსოვრო პრიზები დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა 8 გუნდი და ორგანიზატორი გახლდათ ქუთაისის უივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.

თვალყური მიადევნეთ სიახლეებსა და ანონსებს ჩვენს Facebook გვერდზე - სულ მალე შიგასაუნივერსიტეტო საკალათბურთო ტურნირი დაიწყება!

{Gallery dir='news/30-10-2015'}


ბოლო სიახლეები