ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ფასიანი საჩუქრები რეგიონებისა და ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლებს

 

ქუთაისის უნივერსიტეტში წელს უკვე მეექვსედ  28-29 მარტს ჩატარდა ტესტირება ზოგად უნარებში შიდა გრანტის მოსაპოვებლად. გრანტი გათამაშდება ქუთაისის უნივერსიტეტში ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის. მათგან  I, II, III  შედეგის მქონე პირები მიიღებენ ერთ 100% -იან და ორ 50% -იან დაფინანსებას ოთხი წლის მანძილზე.

ტესტირებაში მონაწილეობის შესაძლებლობა ქონდათ როგორც ქუთაისის,  ასევე  რაიონის  ყველა საჯარო და კერძო სკოლების მე - 12 კლასელებს.

მოტივაციის ამაღლების მიზნით უნივერსიტეტმა დააწესა ფასიანი საჩუქარი იმ  სკოლებისთვის, რომლებიდანაც პროცენტულად ყველაზე მეტი მე - 12 კლასელი დარეგისტრირდა და გაიარა ტესტირება.

დასავლეთის რეგიონის მასშტაბით გამოვლენილია რეგიონის ათი  და ქუთაისის სამი სკოლა.

16 ივნისს ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა  ფასიანი საჩუქრებისა და სერთიფიკატების  საზეიმოდ  გადაცემა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ, როგორც სკოლის დირექტორები, ასევე რესურსცენტრის ხელმძღვანელები და საპატიო სტუმრები: იმერეთის ვიცე-გუბერნატორი - გიორგი ჭიღვარია, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე -დავით დვალი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე -ბექა ყანჩელი.

სკოლის დირექტორებმა მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტს  თბილი მასპინძლობისა და საჩუქრებისათვის.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 13 ივნისს დატრიალებული ტრაგედიის  დროს დაღუპულ თანამემამულეებს.

{Gallery dir='news/16-06-2015'}

 


ბოლო სიახლეები