ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

13 ივნისი-ტკივილი გვაერთიანებს

 

13 ივნისს დედაქალაქში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ყველანი გააერთიანა უდიდესმა ტკივილმა და მწუხარებამ.

ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუდენტები და პროფესორ - მასწავლებლები ღრმა  მწუხარებასა და სინანულს  გამოთქვამენ არსებულ ვითარებაზე და უსამძიმრებენ  სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს.
წყალდიდობით დაზარალებულთა დახმარებისათვის  უნივერსიტეტმა თავისი მცირედი წვლილი შეიტანა და მათ ანგარიშზე 1000 ლარი გადარიცხა. რა თქმა უნდა თანადგომა ამით არ ამოწურულა, უნივერსიტეტის  სტუდენტები და თანამშრომლები აქტიურად განაგრძობენ თანხის შეგროვებას და უახლოეს მომავალში კვლავ შეიტანენ თავიანთ მცირედ წვლილს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად:

სტუდენტებმა ფოიეში მოაწყვეს სპეციალური ადგილი, დადგეს ყუთი, რომელზეც გამოკრულია განცხადება: ,, ვაგროვებთ თანხას, პროდუქტებსა და ტანსაცმელს.  იმედი გვაქვს ყოველი თქვენგანის  გულისხმიერებისა და თანადგომისა!“

დღეს, ალბათ როგორც არასდროს, ისე გვესაჭიროება ერთმანეთის გვერდით დგომა, ხელის შეშველება, სითბო და დახმარება.

უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს!

 


ბოლო სიახლეები