ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

დონაციის აქცია ქუთაისის უნივერსიტეტში

 

14 ივნისს მთელ მსოფლიოში აღინიშნება უანგარო დონორთა დღე. საქველმოქმედო ფონდ ,,მეობა“-ს წევრების ინიციატივით  ქუთაისის უნივერსიტეტში  მოეწყო დონაციის აქცია.
ყველა დონორს უფასოდ ჩაუტარდა გამოკვლევები.
,,გაიღეთ სისხლი უანგაროდ, აჩუქეთ სიცოცხლე ბავშვებს !“

მონაწილეობა  ამ მეტად საჭირო და დასაფასებელ აქციაში, საწინდარია  სიცოცხლე შეუნარჩუნოთ განსაცდელში მყოფ ადამიანებს!
აქციაში ჩაერთო და სისხლი გაიღო იმერეთის  გუბერნატორმა ბატონმა გივი ჭიჭინაძემ,  ქუთაისის უნივერსიტეტის ლექტორ –მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, სხვადასხვა საბანკო და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა.

ქუთაისის უნივერსიტეტი როგორც ყოველთვის ჩართულია  ყველა ახალ და კარგ წამოწყებაში, თვითონაც არის ბევრი საინტერესო აქციის ინიციატორი და განმხორციელებელი. ერთად ვაკეთოდ კეთილი საქმე! სიკეთე გადამდებია...

{Gallery dir='news/14-06-2015'}

 


ბოლო სიახლეები