ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

საუნივერსიტეტო ჩემპიონატი მინი ფეხბურთში დასრულდა

 

20 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა ქუთაისის უნივერსიტეტის შიდა საუნივერსიტეტო ჩემპიონატი მინი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ფაკულტეტის შვიდმა გუნდმა.

გუნდები ორ ქვეჯგუფად იყვნენ გაყოფილი. ქვეჯგუფიდან ორ-ორი გამარჯვებული ერთმანეთს  ნახევარფინალში შეხვდა. ნახევარფინალში გამარჯვებული „ტორპედო“ და „avengers” ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ. გამარჯვება მაგისტრატურის პირველი კურსის გუნდმა „ტორპედომ“ მოიპოვა ანგარიშით 4:3.

გამარჯვებულ გუნდს გადაეცა თასი და ფულადი პრიზი.

{Gallery dir='news/13-06-2015'}

 


ბოლო სიახლეები