ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

18 დეკემბერი – საინფორმაციო ბრიფინგი საერთაშორისო პროექტის „PEOPLE“ შესახებ

 

18 დეკემბერს ევროკავშირის „ტემპუს“ პროგრამის ერთ–ერთი მიმდინარე  პროექტის – „PEOPLE“  შესახებ ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ამ პროექტის სრული სახელწოდებაა „საგანმანათლებლო ორგანიზაციის ხელშეწყობა ადამიანური რესურსების მეშვეობით“.

ბრიფინგის ორგანიზატორებმა, ლელა ქელბაქიანმა (ქუთაისის უნივერსიტეტის სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო პროექტების კონსულტანტმა) და ელგუჯა დეისაძემ („PEOPLE“ პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი) პრეზენტაციის სახით ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს წარუდგინეს პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ანგარიში და დაანონსეს ის ღონისძიებები, რომლებიც პროექტის ეგიდით უნდა განხორციელდეს უახლესი 3 თვის განმავლობაში.

{Gallery dir='news/22-12-2014'}


ბოლო სიახლეები