ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

17 დეკემბერი-ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაული

 

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა კულტურული ცენტრის ინიციატივითა და რექტორატის თანადგომით ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაული და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ქუთაისის შშმ ბავშვთა დღის ცენტრ ,,ჯადოსნური სამყაროს’’ ბენეფიციარებს.

წინასაახალწლო ვიზიტი ,,ჯადოსნურ სამყაროში“ქუთაისის უნივერსიტეტისათვის ტრადიციადაა ქცეული. იქ მყოფ ბავშვებს ძალიან უხარიათ სტუდენტების სტუმრობა- სასიამოვნოდ ატარებენ დროს მათ გვერდით. ახალგაზრდებმა წელს ტკბილეულთან ერთად გასართობი პროგრამაც მიიტანეს  საჩუქრად. ერთობლივი ღონისძიება ძალიან თბილი და ამაღელვებელი გამოვიდა ყველასათვის. ბავშვებმა სტუდენტებთან ერთად იცეკვეს, იმღერეს, წაიკითხეს ლექსები და მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ინიციატორებს.

{Gallery dir='news/17-12-2014'}


ბოლო სიახლეები