ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები გუნდის წარმატებული თამაში

 

ქუთაისის უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა ნაკრებმა გუნდმა -,,სენსაცია“ახლახანს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში  წარმატებით იასპარეზა და  ნახევარფინალშიც გავიდა.

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს  გამოსვლა მოუწიათ ისეთ საკმაოდ  გამოცდილ გუნდებთან ერთად, როგორებიცაა: ,, კოზა ნოსტრა“ – თსსუ, ,,ადრენალინი" –  სეუ,  ,,სნობები“ – თბილისი, ,, სიცილია“ – ილიაუნი.,, MDMA“ – აგრარული უნივერსიტეტი და  თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი. 
ვულოცავთ ჩვენს მოთამაშეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო საინტერესო თამაშს  მორიგ ნახევარფინალურ შეხვედრაში.

თქვენ კი შეგახსენებთ, რომ  შიგასაუნივერსიტეტო თამაშები გრძელდება და სულ მალე უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდების ნახევარფილალური შეხვედრა გაიმართება.

არ გამოტოვოთ, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში  მეტად საინტერესო,  ახალი, ცოცხალი და ჯანსაღი იუმორით სავსე საღამო გელოდებათ!


ბოლო სიახლეები