ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ქუთაისის უნივერსიტეტი ქალაქის ხელმძღვანელობას საერთაშორისო პროექტის - „Cruise-T“ ფარგლებში ქუთაისში ტურიზმის განვითარების კუთხით ახალ ინიციატივას თავაზობს

 

2014 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის უნივერსიტეტმა საკონფერენციო დარბაზშიევროკავშირის TEMPUS პროგრამისერთ–ერთი პროექტის - „Cruise-T“ფარგლებში უმასპინძლა მრავალრიცხოვან უცხოურ დელეგაციას,  სადაც პროექტში მონაწილე 7 სხვადასხვა ქვეყნის (გერმანია, იტალია, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა და საქართველო) 26 პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად მოწვეული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები:ქალაქ ქუთაისის მერი -  ბატონი შოთა მურღულია, საკრებულოს თავჯდომარე -  ბატონი დავით დვალი, გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი-ბატონი იოსებ ხახალეიშვილი. ასევე ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული სხვადასხვა მხარეები (კერძო და საჯარო სექტორი).

უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით შპს „ქუთაისის უნივერსიტეტს“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანთლებლო პროგრამების TEMPUS და ERASMUS MUNDUS-ის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებითსაქართველოს მასშტაბით მერვე ადგილი უჭირავს, რაც უდავოდ დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს ისეთი ახალგაზრდა უნივერსიტეტისთვის, რომლის ისტორია სულ რაღაც 23 წელს ითვლის.

„Cruise-T“პროექტის ძირითადი მიზანიაერთობლივი ძალებით შექმნას კომპეტენციის ცენტრების ტრანსნაციონალური ქსელი შავი ზღვის რეგიონში საკრუიზო ტურიზმის მხარდაჭერისა და  განვითარებისთვის. ერთობლივ ძალებში იგულისხმება თანამშრომლობის გაღრმავება არამარტო უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებს შორის (საქართველო ამ პროექტში 4 უმაღლესი სასწავლებლით არის წარმოდგენილი: ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი’’, გურამ თავართქილაძის სახ. სასწავლო უნივერსიტეტი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი), არამედ ტურიზმისსექტორში მოქმედ კომპანიებს, ასოციაციებს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორისაც.

 

აღნიშნული პროექტი არ შემოიფარგლება მხოლოდ საკრუიზო ტურიზმის ვიწრო სექტორული ჩარჩოებით. იგი კომპლექსურად უდგება საკითხს, რომლის კონცეფციაა -,,საქართველო, როგორც  ერთი მთლიანი დანიშნულების ადგილი“. ამ კონცეფციის მეცნიერულმა დამუშავებამ, რაც პროექტში მონაწილე უცხოელი ექსპერტების დახმარებით განხორციელდება, ხელიუნდაშეუწყოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის იმერეთში შემომყვანი, ასევე შიდატურიზმის განვითარებას.

ამ შეხვედრაზე ქუთაისის უნივერსიტეტმა საერთაშორისო პროექტის პარტნიორებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომამდგენლებს შეთავაზა საინტერესო ინიციატივა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომლის საბოლოო პროდუქტი – „ტურიზმის განვითარების სტრატეგიული გეგმა ქუთაისისა და მისი შემოგარენისთვის“ – ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო ინსტრუმენტი იქნება როგორც ჩვენი ქალაქის ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე აღნიშნული საერთაშორისო პროექტის წარმატებულად განხორციელებისათვის.

ქალაქის მერმა პროექტის შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვა და მიესალმა ქუთაისის უნივერსიტეტის ამ მეტად სასარგებლო და ნოვატორულ წამოწყებას. მან ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას ქუთაისსა და იმერეთში ტურიზმის განვითარების კუთხით.


ბოლო სიახლეები