ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

უნივერსიტეტში მხიარულთა და საზრიანთა შიგასაუნივერსიტეტო თამაშები დაიწყო.

 

გუშინ, 15 ოქტომბერს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი მაყურებელს ვერ იტევდა; სტუდენტები მხიარული ოვაციებითა და შეძახილებით შეეგება   მხიარულთა და საზრიანთა თამაშის მონაწილეებს.

მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში წლებია არსებობს მან-სან-კან-ის ნაკრები გუნდი, რომელიც ყოველწლიურად ასპარეზობს საქალაქო თუ რესპუბლიკურ თამაშებში, შიგასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი ქუთაისის უნივერსიტეტში წელს პირველად ჩატარდა .

მეოთხედფინალში  მონაწილეობდა 5 გუნდი, რომლებიც მთლიანად უნივერსიტეტის სტუდენტებისგანაა დაკომპლექტებული: ,,რაია ბიჯოო”, ,,რაიკომი“, ,,მუჩაჩოები“, ,,აია“, ,,გენერალსიმუსი და მისი ტროიკა“. ჟიურის შეფასებითა და გადაწყვეტილებით ნახევარფინალში გადავიდა მხოლოდ 4 გუნდი. თამაშის წესების თანახმად სამწუხაროდ ერთი გუნდი ჩემპიონატს გამოეთიშა.

იუმორისტულ საღამოს ჩვეული იუმორითა და ენაწყლიანობით ალამაზებდა  უნივერსიტეტის უკვე გამოცდილი მან-სან-კან-ელი, ჩვენი წლევანდელი კურსდამთავრებული-ირაკლი ყიფიანი.

აღსანიშნავია მოთამაშეების დიდი ენთუზიაზმი, მონდომება და იუმორის გრძნობა. ასევე რექტორატისა და პროფესორ-მასწავლებლების დაინტერესება და თანადგომა.

დარბაზში დიდხანს არ წყდებოდა ტაში და ოვაცია.


ბოლო სიახლეები