ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

,,ოჯახი და ძალადობა''

 

10 ოქტომბერს იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის-ქუთაისის ბიუროს იურისტებმა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა სტუდენტებს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობა და მომსახურების პირობები გააცნეს.

ეს სამსახური გახლავთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივ დახმარებას სოციალურად დაუცველი, გადახდისუუნარო მოქალაქეებისათვის.

შეხვედრის ფარგლებში, იურისტებმა ოჯახში ძალადობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ისაუბრეს. სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და ფაქტორებზე; ასევე ოჯახში ძალადაობის შესახებ არსებულ ძირითად თეორიებზე და ამ პრობლემასთან ბრძოლის საკანონმდებლო მექანიზმებზე. სტუდენტებთან ერთად განხილულ იქნა თანამედროვე საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის საკითხის მნიშვნელობა და აქტუალობა.

შეხვედრამ ინტერაქტიულ რეჟიმში ჩაიარა და საზოგადოებრივმა ადვოკატებმა სტუდენტების კითხვებს უპასუხეს.

 


ბოლო სიახლეები