ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ტრენინგი

 

1 ოქტომბერს  ქუთაისის დ.ნაზარიშვილის სახელობის რეგიონალური სასწავლო ცენტრის დირექტორმა მერაბ კვიცარიძემ ქუთაისის უნივერსიტეტში დაიწყო უფასო ტრენინგი თემაზე: "მენეჯმენტის თანამედროვე საფუძვლები" საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში. ტრენინგმა პროფესორ–მასწავლებლებისა და სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია.

 

ტრენინგი ორი დღე გაგრძელდება და მონაწილეები მიიღებენ სერთიფიკატებს.

უნდა აღინიშნოს მოწოდებული  თემისადმი განსაკუთრებული ინტერესი და ასევე ტრენინგის ორიგინალურად, საინტერესოდ და ამავდროულად სახალისოდ ჩატარების პროცესი.

პირველი დღე უკვე დასრულდა. ტრენინგის მსვლელობის პერიოდში აუდიტორიიდან წამოვიდა სხვადასხვა ტიპის შეკითხვები, რომლებზეც ბატონმა მერაბმა ამომწურავი და არგუმენტირებული პასუხები გასცა.


ბოლო სიახლეები