ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

,,რა,სად,როდის'' შემოდგომის სერია დასრულდა.

 

დასრულდა ინტელექტუალური თამაშების- ,,რა, სად, როდის?“ შემოდგომის სერია ქუთაისის უნივერსიტეტში, რომელიც 5 ნოემბერს დაიწყო. ხოლო  ფინალური შეხვედრა   27 ნოემბერს გაიმართა.

ამჯერად თამაშებში მონაწილეობდა უნივერსიტეტის სტუდენტთა ექვსი და პროფესორ-მასწავლებელთა ერთი გუნდი: ნათია კორსანტიას, ანა გუჩუას, ჯუბა ჯიმშელეიშვილის, იონა ჭუმბურიძის, ოთარ მიქაძის, ანზორ ტოხვაძის და გოდერძი შანიძის ექვსეული.

ფინალში გავიდა ჯუბა ჯიმშელეიშვილის ექვსეული, რომელიც სამწუხაროდ დამარცხდა და ამ სეზონს არ ყავს გამარჯვებული გუნდი. მიუხედავად ამისა გამოვლინდა სეზონის საუკეთესო მოთამაშე-უნივერსიტეტის მეოთხე კურსის წარჩინებული სტუდენტი ირაკლი ყიფიანი, რომელსაც მიენიჭა ,,სეზონის საუკეთესო მოაზროვნის“ ტიტული და გადაეცა ბროლის ბუ.


ბოლო სიახლეები