ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

,,სტუდენტური დღეები“ დაიწყო!

 

ქუთაისის უნივერსიტეტში 18 ნოემბერს ,,სტუდენტური დღეები“ დაიწყო. პირველი დღე  ინტელექტ-რინგს  დაეთმო, რომლის გამარჯვებულიც გახლავთ მე-3 კურსის სტუდენტი ბელა ლელაძე.

19 ნოემბერს კი უნივერსიტეტის შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულმა სტუდენტებმა თავიანთი პოეზია წარმოგვიდგინეს.

ორიგინალური რეჟისორული გადაწყვეტა, სცენარი, მუსიკალური გაფორმება, მსმენელით სავსე დარბაზი კიდევ უფრო ალამაზებდა და ეფექტურს ხდიდა დამწყები პოეტების გულის სიღრმიდან ამოღებულ წრფელ სტრიქონებს...

ახალგაზრდებმა თანატოლებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წარმოუდგინეს თავიანთი ნაფიქრალ-ნააზრევი, სევდაცა და სიხარულიც.

ვუსურვებთ მათ შემდგომ შემოქმედებით წარმატებებს, მუზასთან მეგობრობასა და სიახლოვეს.

სტუდენტური დღეები გრძელდება. წინ კიდევ მრავალი საინტერესო და სანახაობრივად დატვირთული ღონისძიებები გველოდება!

,,სტუდენტური დღეები“-ს მიმდინარეობის გრაფიკი შეგიძლიათ იხილოთ ქუთაისის უნივერსიტეტის fb.-ზე.

{Gallery dir='news/20-11-2013'}


ბოლო სიახლეები