ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ერაზმუს-მუნდუსის პროექტ „HUMERIA”-ს სამუშაო შეხვედრა კიევში

 

2013 წლის 30-31 ოქტომბერს კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ნაციონალურ უნივერსიტეტში ჩატარდა  ევროკავშირის პროექტის  Erasmus – Mundus  HUMERIA-ს (HUManities, Education, Research, Internationalrelations, Art) პირველი სამუშაო შეხვედრა რომელშიც მონაწილეობდა ჩვენი  უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი, პროფესორი, ქ-ნი თეა კორძაძე.

პროექტ HUMERIA-ს კოორდინატორია ტალინის უნივერსიტეტი, ხოლო თანაკოორდინატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობს უნივერსიტეტები ევროკავშირის ქვეყნებიდან ასევე უკრაინის, ბელორუსიის, მოლდოვას, საქართველოს და სომხეთის უნივერსიტეტები.

პროექტი ითვალისწინებს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ მოიპოვონ სტიპენდიები ევროპის უნივერსიტეტებში სასწავლებლად.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებგვერდი http://humeria.eu

{Gallery dir='news/08-11-2013'}


ბოლო სიახლეები