ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ქუთაისის უნივერსიტეტი მეგობრულ კავშირებს აფართოებს

 

ამა წლის 13 სექტემბერს ქუთაისის უნივერსიტეტს 2 დღით ეწვია ეიხშტატ-ინგოლშტადტის (გერმანია, ბავარიის მხარე) კათოლიკური უნივერსიტეტის (Katholische Universität Eichstätt-Ingolstadt) პროფესორი დოცენტი ჰარალდ პეხლანერი, მისი ასისტენტი კრისტიან ნორდჰორნი და ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის 17 სტუდენტი.

ამჯერად ეს პროფესორ პეხლანერის მეორე ვიზიტია ჩვენს მშობლიურ ქალაქში. 3 წლის განმავლობაში იგი ევროკავშირის „TEMPUS“ პროგრამის, კერძოდ WeNeT პროექტის, ფარგლებში მჭიდროდ თანამშრობდა ქუთაისის უნივერსიტეტთან. ეს თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში დღესაც ნაყოფიერად გრძელდება. პირველი ვიზიტის დროს ქუთაისის ტურისტული ღირშესანიშნაობებით და იმერული სტუმართმასპინძლობით მოხიბლულმა პროფესორმა თავისი დიდი კავკასიური ტურის (ჩრდილოეთ კავკასია-ადიღეის რესპუბლიკა, სომხეთი, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო) მარშრუტში გამორჩეულად ჩასვა ქუთაისის შემოგარენი (ბაგრატი, გელათი, მოწამეთა და სათაფლია), რათა მის სტუდენტებსაც ეხილათ და შეეგრძნოთ საქართველოს ამ ტურისტული „მარგალიტების“ ეშხი და სიდიადე.

უცხოელ სტუმრებთან შეხვედრა ქუთაისის საკონფერენციო დარბაზში შედგა, სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ქ-ნი ლელა ქელბაქიანი და პროფესორი ჰარალდ პეხლანერი. ქუთაისის უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ უცხოელ თანატოლებს და გაეზიარებინათ თავიანთი შეხედულებები ტურიზმის სფეროში ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობის შესახებ.

სტუმრებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ქუთაისის უნივერსიტეტის მუზეუმი და გაეცნენ მის ისტორიას. გერმანულმა უნივერსიტეტმა ჩვენს მუზეუმს საჩუქრად გადასცა ძვირფასი არქეოლოგიური სუვენირი- ქვის ფილაზე თევზის ჩონჩხის ანაბეჭდი, რომელიც 15 მილიონ წელს ითვლის.

{Gallery dir='news/17-09-2013'}


ბოლო სიახლეები