ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

სასწავლო პროცესი განახლდა

 

16 სექტემბერს  ახალი სასწავლო წელი დაიწყო ქუთაისის უნივერსიტეტში. ფუსფუსი და ხალისი დილიდანვე იგრძნობოდა შენობასა და ეზოში.

სტუდენტები, პროფესორ- მასწავლებლები, ტექნიკური პერსონალი-ყველანი ერთად ცდილობდა საზეიმო განწყობის შექმნას.

მოლბერტებზე განთავსებული ინფორმაციები და ფოტომასალა არამარტო ვიზუალურ ეფექტს ქმნიდა, არამედ ასახავდა უნივერსიტეტის განვითარების ეტაპებსა და მის მოკლე ისტორიას.

შეკრებილთ სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს უნივერსიტეტის რექტორმა ქალბატონმა ლელა ქელბაქიანმა,  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა კახაბერ გაბელაშვილმა, სტუდენტური თვითმმართველობის თავჯდომარემ დიანა ჯღარკავამ.

ახალგაზრდებს მიესალმა, ნაყოფიერი სასწავლო წელი  და შემდგომი წარმატებები უსურვა ქალაქ ქუთაისის ვიცე-მერმა ბატონმა კონსტანტინე ლომიძემ.

უნივერსიტეტის ჰიმნის ფონზე უნივერსიტეტის დროშის აღმართვის პატივი წილად ხვდა შიგასაუნივერსიტეტო გრანტის მფლობელს ქეთევან ბოჭორიშვილს.

საზეიმო შეხვედრაზე გამოცხადდა  უნივერსიტეტის ახალი სტიპენდიები.

ღონისძიების პირველი ნაწილის დასასრულს პირველკურსელებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. შემდგომ ამისა მათ გადაინაცვლეს საკონფერენციო დარბაზში სადაც სპეციალურად მათთვის მოეწყო პრეზენტაცია.

საზეიმო დღე ამით არ დასრულებულა: საღამოს უნივერსიტეტის სტუდენტებს  რექტორატი   სპეციალურად მათთის დაგეგმილ ივენთზე ეპატიჟება.

{Gallery dir='news/16-09-2013'}


ბოლო სიახლეები