ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ერაზმუს - მუნდუსის აქტივობა 2 - ის ფარგლებში მოქმედი პროექტი EMBER

 

2013 წლის შედეგებით ერაზმუს მუნდუსის აქტივობა 2-ის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებს შორის არის  პროექტი EMBER რომელშიც ასევე მონაწილეობს ქუთაისის უნივერსიტეტი. პროექტის კოორდონატორია  სევილიის უნივერსიტეტი (ესპანეთი), ხოლო თანაკოორდინატორი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ სტიპენდია და  6 თვის მანძილზე ისწავლონ ევროპაში, ხოლო მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები კი სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში 10 თვის მანძილზე ისწავლიან პარტნიორი  უნივერსიტეტების შესაბამის სპეციალობებეზე.

პარტნიორი უნივერსიტეტებია: ტალინის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი (ესტონეთი), ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი (გერმანია), სალერნოს უნივერსიტეტი (იტალია), ლოდზის უნივერსიტეტი (პოლონეთი), ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიტვა), ლინკოფინგის უნივერსიტეტი (შვედეთი), ბრესტის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბელორუსია), დონეცკის მენეჯმენტის სახელმწიფო უნივერსიტეტი (უკრაინა), კომრატის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოლდოვა), ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი)

 


ბოლო სიახლეები