ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ერაზმუს მუნდუსის ფარგლებში თანამშრომლობა

 

ერაზმუს მუნდუსის პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა ახალი კონსორციუმი HUMERIA, რომლის კოორდინატორია ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი), ხოლო თანაკოორდინატორი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო). პროექტი ფოკუსირებულია ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ჰუმანიტარული მეცნიერებები, განათლების და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებები, რაც თავის მხრივ მოიცავს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებს.

ამ პროექტის ფარგლებში ჩვენი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ სტიპენდია და  6 თვის მანძილზე ისწავლონ ევროპაში, ხოლო მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები კი სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში 10 თვის მანძილზე ისწავლიან პარტნიორი  უნივერსიტეტების შესაბამის სპეციალობებეზე.

Erasmus Mundus არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე.

Erasmus Mundus ახორციელებს ინდივიდუალური  სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას ევროპული და არაევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. აქტივობა 2 წარმოადგენს თანამშრომლობას არა-ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ითვალისწინებს სტიპენდიებს ევროპელი და პარტნიორი ქვეყნის სტუდენტებისათვის (ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები) პროგრამაზე სწავლის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე მოკლევადიან სტიპენდიებს ევროპელი და პარტნიორი ქვეყნების აკადემიური პერსონალისათვის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლებისა და კვლევითი მუშაობის უზრუნველყოფისათვის.

 


ბოლო სიახლეები