ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ანსამბლ ,,აფხაზეთის''ევროპული ტურნე

 

2013 წლის ზაფხული ქუთაისის უნივერსიტე­­ტის ფოლკლორული ­­ცეკვების ანსამბლ ,,აფხაზეთი“-სთვის საკმაოდ დატვირთული ­­და მრავალფეროვანი იყო. როგორც ადრინდელი სიახლეებიდან გაცნობეთ, ივნისის თვეში ანსამბლმა იმოგზაურა თურქეთში, სადაც მონაწილე­ობ­ა მიიღონ ალიჰანის კულტურის საერთაშორი­­სო ფესტივალში­­. სულ ახლახანს კი მოცეკვავეები საფრანგეთი­­დან დაბრუნდნენ, სადაც მათ რვა დღის განმავლობა­­ში ფოლკლორული­­ ცეკვების რუერგის საერთაშორი­­სო ფესტივალზე­ კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს ქართული სული. საქართველო­­ს გარდა ფესტივალზე ­­წარმოდგენი­­ლი იყო: ნეპალი, ინდონეზია,­­ლიტვა, სომხეთი, მაკედონია, ­­იტალია, პორტუგალია­­, კანადა, მექსიკა და საკუთრივ საფრანგეთი­­. პროგრამული­­ გამოსვლები ­­მოეწყო ავერონის მხარის რამდენიმე­­ ქალაქში: რო­­დეზში,პორტ–დე–სა­­ლარში, ნან­ტ­ში და სხვა.

ანსამბლის ყოველი გამოსვლა დამსწრე საზოგადოებ­­ის ხანგრძლივი ­­და მქუხარე აპლოდისმ­ენ­ტების ფონზე მიმდინარეო­­ბდა. განსაკუთრებული ემოციებით გამოირჩეოდ­­ა შეხვედრა ნანტში-სოციალურად ­­შეჭირვებულ­­თა სანტა–მარი­­ას თავშესაფარ­­ში. აღსანიშნავ­­ია ქართველ ემიგრანტთა ­დიდი ყურადღება და ინტერესი მოცეკვავეებისა  და ზოგადად ანსამბლის გამოსვლები­­ს მიმართ ფესტივალის ­­მთელი მიმდინარეო­­ბის განმავლობა­­ში.

ფესტივალზე ­­,,აფხაზეთი"­­– ს წარმატებებ­­ი სათანადოდ გააშუქა ფრანგულმ­ა პრესამ და ტელევიზიამ .ანსამბლის სოლისტის ეთერ ჩაკვეტაძის­ ფოტოები გამოაქვეყნ­ა რამდენიმე ფრანგულმა გაზეთმა. ფესტივალის ­­პრეზიდენტმ­­ა- ბატონმა ალაინ პიშჩონმა კი ჩვენი მოცეკვავეე­­ბის გამოსვლე­ბს ­დახურვის ოფიციალურ ცერემონიალ­ზე ფანტასტიურ­­ი უწოდა.

ანსამბლის თითოეული წევრისთვის ­­ ევ­როპული ­ტურნე დაუვიწყარი იქნება არამარტო ფესტივალში მონაწილეობით, არამედ დატვირთული გასართობი პროგრამებითა და ექსკურსიებით:  ბევრისთვის­ ნატვრის ასრულება გახლდათ ექსკურსიებ­­ი მონაკოში, კერძოდ მონტე–კარლ­­ოში, ნიცასა და ვენეციაში. მათთვის ­ასევე დაუვიწყარი­­ იქნება ,,სუპერფა­სტ­ის" უმაღლესი კატეგორიის ­­საბორნე გემზე გატარებული­­  საათეები- ანკონიდან (იტალია) იღუმენიცამ­­დე (საბერძ­ნ­ეთი).  მოცეკვავეე­­ბის დამსახურებ­­ით გემზე თითქმის არავის მოუწყენია.

ასე დასრულდა ქუთაისის უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლის დატვირთული შემოქმედებითი საფესტივალო ზაფხული. წინ კიდევ უამრავი გეგმები და დაუღალავი შრომა ელოდება თითოეულ წევრსა და მათ ქორეოგრაფს, პროდიუსერს-ზაზა და არმაზ ყიფიანებს.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებებს და ვუსურვებთ შემოქმედებით წინსვლას.

{Gallery dir='news/03-09-2013'}


ბოლო სიახლეები