ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ჩვენი სტუდენტის კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი

 

22 ივნისს გორის ციხეზე გაიმართა ქალაქური კრივის ფინალური შეხვედრა 2011-12 წლის სეზონში გამარჯვებულ გიორგი საბაურსა (ყაზბეგი) და 2012-13 წლის სეზონში გამარჯვებულ თემურ (კალენიკე) ყურაშვილს (ქუთაისი) შორის, სადაც გაიმარჯვა ქუთაისის უნივერსიტეტის  მეორე კურსის სტუდენტმა თემურ ყურაშვილმა. მას  გიორგი საბაურისგან გადაეცა გარდამავალი ტიტული - ,,მთავარი“, რომელსაც იგი ატარებს ერთი წლის განმავლობაში და დაიცავს მას 2013-14 წლის სეზონში გამარჯვებულ მებრძოლთან.

ვულოცავთ მას ამ ბრწყინვალე გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს სპორტულ კარიერაში.

 

 


ბოლო სიახლეები