ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

საზეიმო კონცერტი ღია ცის ქვეშ

 

4 ივნისს უნივერსიტეტში მორიგი ღონისძიება შედგა: ამჯერად საზეიმო შეხვედრა განაპირობა უნივერსიტეტის ოლიმპიადის -,,საუკეთესო მოაზროვნე“ გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონიალმა.

უნივერსიტეტი უკვე მეორე წელია ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების  მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისათვის ატარებს ოლიმპიადას საუკეთესო მოაზროვნის გამოსავლენად, რომლის გამარჯვებული და  კლასის დამრიგებელი მთელი წლის განმავლობაში მიიღებენ სპეციალურად მათთვის დაწესებულ სტიპენდიას.

წელს ამ ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა ქუთაისის შ.პ.ს #1 სკოლის მოსწავლე ირაკლი მარგველაშვილი და მისი კლასის დამრიგებელი ივანე გოქაძე.

უნივერსიტეტის ეზოში მხიარულება, ხალისი, ქართული თუ უცხოური მუსიკა, ხალხური ცეკვები ერთმანეთს ენაცვლებოდა. კონცერტში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,აფხაზეთმა“ (ქორეოგრაფი არმაზ ყიფიანი), მუსიკალურმა ბენდმა ,,Crossroad“-მა, მომღერლებმა - ინდირა ჯგერენაიამ და მარიტა როხვაძემ. საღამოს ალამაზებდნენ წამყვანები - უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტები: ნინო ხურცილავა და ავთანდილ ცნობილაძე.

{Gallery dir='news/04-06-2013'}


ბოლო სიახლეები