ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

სტუმრად ტირის სპორტულ სკოლაში

 

29 მაისს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ - მასწავლებლებს აიპი სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მეთორმეტე სპორტული სკოლის ტირი მასპინძლობდა.

შეჯიბრი გუნდური პრინციპით ჩატარდა,რომელშიც სულ შვიდი გუნდი მონაწილეობდა. თითოეული გუნდი კი დაკომპლექტებული იყო ოთხი სტუდენტითა და ერთი კაპიტნით.

სროლაში პაექრობა ძალიან აზარტული გამოდგა. ორმა გუნდმა ერთნაირი შედეგი დააფიქსირა და მესამე ადგილისათვის მოხდა გადათამაშება კაპიტნებს შორის. სწორედ ამ დროს მღელვარებამ და აზარტმა კულმინაციას მიაღწია.

პირველი ადგილი წილად ხვდა გუნდ-,,სნაიპერებს”.(კაპიტანი-თინათინ მეფარიშვილი. მეორე ადგილი-გუნდი ,,Guns  and rose “.(კაპიტანი-ელისო ქაროსანიძე). მესამე ადგილი-,,მისის და მისტერ სმიტები“.(კაპიტანი-მზია ჟორჟოლიანი)

 

ყველა მონაწილეს გადაეცა დიპლომი. ხოლო პირველი სამი საპრიზო ადგილების მფლობელებს გადაეცათ თასი.

მასპინძლებმა სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს და დააჯილდოეს უნივერსიტეტის რექტორი ქალბატონი ლელა ქელბაქიანი უნივერსიტეტში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის.

დასარულს სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს,გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და საჩუქარი გადასცეს სპორტულ სკოლას.

{Gallery dir='news/30-05-2013'}


ბოლო სიახლეები