ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

სტუდენტური დღეები დასრულდა

 

დასრულდა ,,სტუდენტური დღეები- 2013 ნარკომანიის წინააღმდეგ“. დახურვის საზეიმო ცერემონიალზე სიგელები გადაეცათ სხვადასხვა ნომინაციებსა და სახეობებში გამარჯვებულ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს.

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა თავი გამოიჩინეს  სხვადასხვა ჟანრსა და სახეობაში: ინტელექტუალური თამაშები, ხალხური ცეკვა, მუსიკალური ბენდების კონკურსი. აღსანიშნავია, რომ  ჩვენმა უნივერსიტეტმა წელს პირველად მიიღო მონაწილეობა განახლებულ სტუდენტურ დღეებში და მიუხედავად ამისა სტუდენტებმა საკმაოდ წარმატებულად მოახერხეს თავის წარდგენა თითქმის ყველა სფეროში. განსაკუთრებული მოწონება კი წილად ხვდა მუსიკალურ ბენდს, რომელმაც ჟიურის სიმპატიის პრიზი დაიმსახურა. ვულოცავთ მათ ამ აღიარებასა და გამარჯვებას.

სტუდენტური დღეები ხომ დამეგობრების, ახალი კავშირებისა და ურთიერთობების საწინდარია, სადაც საქართველოს თითქმის ყველა წარმატებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ეცნობიან ერთმანეთის შემოქმედებას, სპორტულ მიღწევებსა და ნიჭიერებას თითქმის ყველა სფეროში.


ბოლო სიახლეები