ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ახალი ჩემპიონები

 

დასრულდა ქუთაისის უნივერსიტეტის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში, რომლის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს მეტოქეობას უწევდა: ,,ტორპედო“ და ,, all star "-ი . შეხვედრა დაძაბული, აზარტული და სანახაობრივად მეტად საინტერესო გამოდგა. თამაშის პირველი ტაიმი ,,all star“-ის აშკარა უპირატესობით წარიმართა:  ზურა ჩხობაძის ორი ერთმანეთზე ლამაზი გოლის წყალობით  allstar 2:0 დაწინაურდა  და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ამ ორმა გოლმა თითქოსდა ჩემპიონი გამოავლინა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე რამოდენიმე წუთით ადრე  ბაჩანა თვარაძის საკმაოდ მოხერხებულად დარტყმულმა ბურთმა ანგარიში შეცვალა.

 მატჩის დასრულებამდე რამოდენიმე წუთით ადრე კი  ,,ტორპედოს“ მეკარემ- გიორგი ჩიხლაძემ მეტოქეს ბურთი ოსტატურად აართვა, თანაგუნდელთან გაითამაშა და  ანგარიშიც გაათანაბრა.

ჩემპიონი თერთმეტმეტრიანმა დარტყმებმა გამოავლინა, რომელშიც ,,ტორპედოს“ მეკარემ სამი პენალი მოიგერია და გუნდი ჩემპიონი გახადა.

 

გამარჯვებულებს უნივერსიტეტის თასი და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

ვულოცავთ ახალ ჩემპიონებს კიდევ ერთ გამარჯვებას. 

{Gallery dir='news/01-11-2012'}


ბოლო სიახლეები