ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

თემების კონკურსი-საქართველო ევროპაში

 

„ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“  (nGnI)  აცხადებს თემების კონკურსს 17–დან 21 წლამდე ასაკის ახალგარდებისათვის პროექტის ფარგლებში - „საქართველო ევროპაში“.

 

 

სრული ინფორმაცია:

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციის - „ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისათვის“ (EPD) თანამშრომლობითა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსის მიზანია ახალგარდებს შორის ევროკავშირის, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის თემატიკის პოპულარიზაცია. აღნიშნულ თემატიკასთან მიმართებაში ახალგაზრდების  ცნობიერების ამაღლება, მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა, მათი მიდგომებისა და შეხედულებების  გაზიარება.

 

საკონკურსო თემები:

ევრო ინტეგრაციის პოლიტიკა და ნაბიჯები – რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისათვის?

საქართველო და ევროპა – რა გვაქვს საერთო ევროპასთან?

ევროპა როგორც ფასეულობა და ცივილიზაცია – რა არის შენი ევროპული იდეალი?

ევროპა როგორც  ერთიანობის იდეა –არის ევროპელობა ერთიანობის იდეა?

 

კონკურსის პირობები და წესები:

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა  წარმოადგინონ ერთი  საკონკურსო თემა, 2012 წლის 15 ნოემბრამდე.

 

თემების წარმოდგენისას გასათვალისწინებელი წესები:

თემა წარმოდგენილი უნდა იყოს შრიფტით - Sylfaen

თემის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 800 სიტყვას

სრულყოფილად შევსებული თავფურცელი

 

პირველ სამ ადგილზე გამარჯვებული თემების ავტორებს გადაეცემათ  პერსონალური კომპიუტრები

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ თავფურცელი,  დაურთოთ საკონკურსო თემა  და გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე – [email protected].

 

ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ კონკურსის სახელწოდება „საქართველო ევროპაში“.

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ე. ტატიშვილის ქ. N 36, ბ.1, 0179

თბილისი, საქართველო   ტელ: (+995 32)2231 760;

Facebook გვერდი: nGnI / GEOinEU

ბოლო სიახლეები