ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი

ქუთაისის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი "ერაზმუს+" მობილობის პროგრამის ფარგლებში სლოვაკეთში, კომენსკის უნივერსიტეტში იმყოფებოდა

ქუთაისის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი ანა კაკაბაძე "ერაზმუს+" საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში სლოვაკეთში, კომენსკის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, იგი კომენსკის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრაზე ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრებს სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებიც აღნიშნული მექანიზმების განხორციელების პროცესებში აქტიურად არიან ჩართული.

"საერთაშორისო ადმინისტრაციული მობილობის პროგრამამ შესაძლებლობა მომცა გავცნობოდი ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმებსა და საუკეთესო პრაქტიკებს, რომელიც დანერგილია კომენსკის უნივერსიტეტში. შეხვედრები ნაყოფიერი იყო, და მიღებული გამოცდილება ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ძალიან დიდი მადლობა ქუთაისის უნივერსიტეტს შესაძლებლობებისთვის!" - აცხადებს ანა კაკაბაძე.


ბოლო სიახლეები