ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა 7 დეკემბერს მონაწილეობა მიიღეს ლატვიის ქ.რიგაში დაორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში „Sustainable Health Care“.

კონფერენციაში, ქუთაისის უნივერსიტეტმა სამი აბსტრაქტი წარადგინა:

1. Advancements in Tuberculosis Management: A Comprehensive Overview of Georgia's State Program (Dhruv Doyal, Nodari Maghlaperidze, Harish Malik, Nana Tchantchaleishvili, presenting author: Dhruv Doyal);

2. Exploring TFESI's Role in Georgia's Healthcare Landscape (Viswesh Annand, Mohan Ram Parthiban, Harini Boobalan, Nana Tchantchaleishvili, presenting author: Viswesh Anand);

3. Toward Resilient Healthcare: A Hybrid Stroke Care Strategy in the Lviv Medical Landscape (Harini Boobalan, Andrii Netliukh, Andrian Sukhanov, Viswesh Anand, Nana Tchantchaleishvili, presenting author: Harini Boobalan) - მოცემულ თემატიკაზე, მასალები მომზადდა ლვივის უნივერსიტეტის პროფესორის, ლვივის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლების ვასკულარულ ნეიროქირურგთა გუნდის ხელმძღვანელის ანდრიი ნეტლიუხის ხელშეწყობით, რაც უფრო ღრმა და სამომავლო თანამშრომლობის საწინდარი გახდება.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ 8 ქვეყანას შორის, საქართველოს სახელით, ქუთაისის უნივერსიტეტის მეხუთე სემესტრის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი მონაწილეობდა. 

მედიცინის ფაკულტეტის ინდოელი სტუდენტები, ქართველი პედაგოგების ხელმძღვანელობით, მსმენელთა წინაშე მოხსენებებით წარდგნენ.


ბოლო სიახლეები