ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ცხადდება კონკურსი ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად „ქუთაისის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის

ცხადდება კონკურსი ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად „ქუთაისის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის

ცხადდება კონკურსი ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად „ქუთაისის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის. 

გამოცხადებულია 9 სრულად დაფინანსებული კვოტა ევროკავშირის 5 ქვეყნის მიმართულებით, შემდეგი პირობებით:

 

1. მასპინძელი უნივერსიტეტი: PAR გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ხორვატია 

სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული (ნებისმიერი ადმინისტრაციული ერთეული) პერსონალი. 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო (2024 წლის 18-23 მარტი) და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 1

სარეგისტრაციო ფორმა: ადმინისტრაციული პერსონალისთვის

 

2. მასპინძელი უნივერსიტეტი: კომენსკის უნივერსიტეტი ბრატისლავაში, სლოვაკეთი 

სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური (ნებისმიერი აკადემიური მიმართულება) და ადმინისტრაციული (ნებისმიერი ადმინისტრაციული ერთეული) პერსონალი. 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 1 ადმინისტრაციული, 1 აკადემიური 

სარეგისტრაციო ფორმა: აკადემიური პერსონალისთვის, ადმინისტრაციული პერსონალისთვის

 

3. მასპინძელი უნივერსიტეტი: მალაგას უნივერსიტეტი, ესპანეთი 

სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური (ნებისმიერი აკადემიური მიმართულება) პერსონალი. 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 160 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 820 ევროს ფარგლებში. 

კვოტა:

სარეგისტრაციო ფორმა: აკადემიური პერსონალისთვის

 

4. მასპინძელი უნივერსიტეტი: გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი "ლავოსლავ რუჟიჩკა" ვუკოვარში (VEVU), ხორვატია

სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული (ნებისმიერი ადმინისტრაციული ერთეული) პერსონალი. 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ფარგლებში. 

კვოტა:

სარეგისტრაციო ფორმა: ადმინისტრაციული პერსონალისთვის

 

5. მასპინძელი უნივერსიტეტი: უნივერსიტეტი „G. D’Annunzio” ჩიეტი-პესკარა, იტალია 

სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული (ნებისმიერი ადმინისტრაციული ერთეული) პერსონალი. 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო (2023 წლის 9-15 დეკემბერი) და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 160 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში. 

კვოტა:

სარეგისტრაციო ფორმა: ადმინისტრაციული პერსონალისთვის

 

6. მასპინძელი უნივერსიტეტი: ვროცლავის ბიზნესის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პოლონეთი

სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური (ნებისმიერი აკადემიური მიმართულება) პერსონალი. 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო (2024 წლის 13-17 მაისი) და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში. 

კვოტა:

სარეგისტრაციო ფორმა: აკადემიური პერსონალისთვის

 

7. მასპინძელი უნივერსიტეტი: ვისტულას უნივერსიტეტი, პოლონეთი

სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური (ნებისმიერი აკადემიური მიმართულება) და ადმინისტრაციული (ნებისმიერი ადმინისტრაციული ერთეული) პერსონალი. 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 5 სამუშაო (2024 წლის 22-26 აპრილი) და 2 სამგზავრო დღე. 

სასტიპენდიო შეთავაზება: დღიური ნორმა 140 ევროს ოდენობით და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 275 ევროს ფარგლებში. 

კვოტა: 1 აკადემიური, 1 ადმინისტრაციული 

სარეგისტრაციო ფორმა: აკადემიური პერსონალისთვის, ადმინისტრაციული პერსონალისთვის

 

შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle ის პლატფორმების გამოყენებითა და ქუთაისის უნივერსიტეტის "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის" შესაბამისად.

1. გამოცდა ინგლისურ ენაში - B2 დონე ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვი სდა C1 - აკადემიური პერსონალისთვის (ხუთშაბათი, 9 ნოემბერი, 11:00 სთ).

(!) შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდება ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, რომელსაც აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლების არანაკლებ ერთწლიანი სტაჟი; მოპოვებული აქვს ინგლისური ენის ფილოლოგის ან ინგლისურენოვანი ბაკალავრის/მაგისტრის/დოქტორის ხარისხიდა/ან ფლობს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს. უკანასკნელ შემთხვევაში, წარმოდგენილი სასერტიფიკატო მინიმალური ქულა CEFR სტანდარტით C1 დონის შესაბამისად უნდა იყოს: IELTS 7.0; Toefl iBT 95; Toefl PBT 627; Cambridge English Scale Score for C1 Advanced (იგივე  CAE) 180. 

(!!) შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ინგლისური ენის გამოცდისგან თავისუფლდება ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი, რომელსაც აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლების მინიმუმ ერთწლიანი სტაჟი; მოპოვებული აქვს ინგლისური ფილოლოგიის ან ინგლისურენოვანი ბაკალავრის/მაგისტრის/დოქტორის ხარისხი; გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უმაღლესი განათლების ნებისმიერ საფეხურზე აქვს საზღვარგარეთ ინგლისურ ენაზე სწავლის მინიმუმ ერთსემესტრიანი გამოცდილება და/ან ფლობს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს. უკანასკნელ შემთხვევაში, წარმოდგენილი სასერტიფიკატო მინიმალური ქულა CEFR სტანდარტით B2 დონის შესაბამისად უნდა იყოს: IELTS 5.5; Toefl iBT 72; Toelf PBT 543; Cambridge English Scale Score for B2 First (იგივე FCE) 160. 

ინგლისურ ენაზე ტრენინგ-მობილობის გეგმის პრეზენტაცია ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ან ინგლისურ ენოვანი საჩვენებელი ლექცია აკადემიური პერსონალისთვის (ოთხშაბათი, 15 ნოემბერი, 11:00 სთ).

 ტრენინგის გეგმა ფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • დაგეგმილი შეხვედრების და აქტივობების აქტუალობა და მნიშვნელობა;
  • მობილობის გეგმის შესაბამისობა უნივერსიტეტის სტრატეგიასთან და პრიორიტეტებთან;
  • ინგლისურ ენაზე თანმიმდევრული ლაპარაკი;
  • მოსალოდნელი შედეგების ღირებულება სამოქმედო გეგმის თვალსაზრისით და/ან მობილობის შედეგების პოტენციური პრაქტიკული გამოყენებადობა;
  • მობილობის ფარგლებში დასახული გეგმის განხორციელებადობა (თანამშრომლის კვალიფიკაციისა და სამსახუროებრივი კომპეტენციების გათვალისწინებით)

საჩვენებელი ლექციები წარიმართება Zoom პლატფორმაზე.

საჩვენებელი ლექციის შეფასების კრიტერიუმები:

  • სასწავლო კურსის თემატიკის ცოდნა;
  • თანმიმდევრული ლაპარაკი; 
  • აუდიტორიასთან კონტაქტი;
  • გამოყენებული სწავლების მეთოდები;
  • შეკითხვებზე პასუხის გაცემის უნარი.

ორშაბათს, 20 ნოემბერს  კომისია გამოავლენს 7 მასპინძელი უნივერსიტეტიდს მიმართულებით, კონკურსის შედეგად მიღებული ყველაზე მაღალი ქულების მქონე 9 ადმინისტრაციულ/აკადემიურ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ შესაბამისი სარეგიტრაციო ფორმა არაუგვიანეს 7 ნოემბრის (სამშაბათი) 12:00 საათისა. 

დაინტერესებული პირები საკონკურსო კრიტერიუმების დეტალური განმარტებისთვის უნდა, გაეცნონ "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესს". 

 

 

 

 

 


ბოლო სიახლეები