ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ცხადდება

ცხადდება "Erasmus+"-ის პროგრამის სტიპენდიები 2023-2024 მალაგას უნივერსიტეტში (ესპანეთი)

ცხადდება "Erasmus+"-ის პროგრამის სტიპენდიები 2023-2024 მალაგას უნივერსიტეტში (ესპანეთი).

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.

მასპინძელი უნივერსიტეტი: მალაგას უნივერსიტეტი, ესპანეთი 


სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები


მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2023-2024 წლის გაზაფხულის სემესტრი


სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 820 ევროს ოდენობით


კვოტა: 1

სარეგისტრაციო ბმული:  https://forms.gle/P7vqBGmJGyMM8KC8A

შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და და Moodle ის პლატფორმების გამოყენებითა და ქუთაისის უნივერსიტეტის "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის" შესაბამისად.

1. გამოცდა ინგლისურ ენაში - B2 დონე 26 ოქტომბერს (ხუთშაბათს, 10:00 სთ.)

(!) სტუდენტი, რომელიც წარადგენს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს, თავისუფლდება ინგლისური ენის გამოცდიდან და ავტომატურად გადადის კონკურსის მომდევნო ეტაპზე. წარმოდგენილი სასერტიფიკატო ქულა CEFR სტანდარტით B2 დონის შესაბამისად უნდა იყოს: მინ. ქულა IELTS 5.5; Toefl iBT 72; Toefl PBT 543; Cambridge English Scale Score for B2 First (იგივე FCE) 160. 
 
2. გასაუბრება ინგლისურ ენაზე - 30 ოქტომბერს (ორშაბათს, 11:00 სთ.)
 
გასაუბრება ჩატარდება Zoom-ის პლატფორმაზე.
 
გასაუბრების შეფასების ელემენტები:
·  მოტივაცია აკადემიური განვითარების ჭრილში;
·  მოტივაცია პროფესიული განვითარების ჭრილში;
·  მოტივაცია პიროვნული განვითარების ჭრილში.
კონკურსის დასრულებისთანავე, სამუშაო დღის ბოლომდე,  კომისია გამოავლენს 2 მასპინძელი უნივერსიტეტის მიმართულებით, კონკურსის შედეგად მიღებული ყველაზე მაღალი ქულების მქონე 3 სტუდენტს. 
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 24 ოქტომბრის 12:00 საათისა.
 
"Erasmus+"-ის მობილობის მენეჯერი საინფორმაციო/საორიენტაციო შეხვედრას გამართავს ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს, 16:00 საათზე.


ბოლო სიახლეები