ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ცხადდება

ცხადდება "Erasmus+"-ის პროგრამის სტიპენდიები 2023-2024 ვისტულას უნივერსიტეტში (პოლონეთი)

ცხადდება "Erasmus+"-ის პროგრამის სტიპენდიები 2023-2024 ვისტულას უნივერსიტეტში (პოლონეთი).

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის, ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისა და ფინანსების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.

მასპინძელი უნივერსიტეტი: ვისტულას უნივერსიტეტი, პოლონეთი


სამიზნე აუდიტორია: ქუთაისის უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების და ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები; საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის, ფინანსების სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები


მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2023-2024 წლის გაზაფხულის სემესტრი


სასტიპენდიო შეთავაზება: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს, ხოლო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ოდენობით


კვოტა: 2

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/F2L59LPABgMY8Z2p6

შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და და Moodle ის პლატფორმების გამოყენებითა და ქუთაისის უნივერსიტეტის "საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის" შესაბამისად.

1. გამოცდა ინგლისურ ენაში - B2 დონე  26 ოქტომბერს (ხუთშაბათს, 10:00 სთ.)

(!) სტუდენტი, რომელიც წარადგენს ინგლისური ენის მოთხოვნილ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს, თავისუფლდება ინგლისური ენის გამოცდიდან და ავტომატურად გადადის კონკურსის მომდევნო ეტაპზე. წარმოდგენილი სასერტიფიკატო ქულა CEFR სტანდარტით B2 დონის შესაბამისად უნდა იყოს: მინ. ქულა IELTS 5.5; Toefl iBT 72; Toefl PBT 543; Cambridge English Scale Score for B2 First (იგივე FCE) 160. 
 
2. გასაუბრება ინგლისურ ენაზე -  30 ოქტომბერს (ორშაბათს, 11:00 სთ.)
გასაუბრება ჩატარდება Zoom-ის პლატფორმაზე.
 
გასაუბრების შეფასების ელემენტები:
·  მოტივაცია აკადემიური განვითარების ჭრილში;
·  მოტივაცია პროფესიული განვითარების ჭრილში;
·  მოტივაცია პიროვნული განვითარების ჭრილში.
კონკურსის დასრულებისთანავე, სამუშაო დღის ბოლომდე,  კომისია გამოავლენს 2 მასპინძელი უნივერსიტეტის მიმართულებით, კონკურსის შედეგად მიღებული ყველაზე მაღალი ქულების მქონე 3 სტუდენტს. 
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს  24 ოქტომბრის 12:00 საათისა.
 
"Erasmus+"-ის მობილობის მენეჯერი საინფორმაციო/საორიენტაციო შეხვედრას გამართავს ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს, 16:00 საათზე.


ბოლო სიახლეები