ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წელი დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით მისასალმებელი ღონისძიება გაიმართა. პირველკურსელებმა საუნივერსიტეტო სივრცე დაათვალიერეს და  აკადემიური პერსონალი გაიცნეს. ასევე, UNIK-სგან მათ საჩუქრები გადაეცათ.

სწავლის დაწყება სტუდენტებს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ და მოწვეულმა სტუმრებმა: USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ქუთაისის ჰაბის იურისტმა ანა შალამბერიძემ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ ნინო მელაძემ მიულოცეს.

სტუმრებმა სამართლის სპეციალობის სტუდენტებისთვის ისაუბრეს თემაზე: “ადვოკატის როლის იურიდიულ პროფესიასა და სამართალი უზენაესობის დამკვიდრების საქმეში”.


ბოლო სიახლეები