ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორებმა საქართველოს ეკონომისტთა V ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა

ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორებმა საქართველოს ეკონომისტთა V ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა

ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკოლოზ ჩიხლაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა გოჩა უგულავამ საქართველოს ეკონომისტთა V ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის „საქართველოს ეკონომიკის პოზიციონირება კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში“ მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენცია 2023 წლის 8 სექტემბერს, საქართველოს ეკონომისტის დღეს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა.

კონფერენციაში 100-მდე მეცნიერ-ეკონომისტი მონაწილეობდა. 

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ:

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისია;
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის სკოლა;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
  • თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი.

მომხსენებლებმა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებსა და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრეს. 

გთავაზობთ კონფერენციის მასალების კრებულს:

V ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის კრებული

 მოხსენების ტექსტი - ნიკოლოზ ჩიხლაძე, გოჩა უგულავა “საქართველოს ექსპორტის
გამოწვევები გლობალური უსაფრთხოების რისკების ზრდის პირობებში”.

Georgia's Export Challenges in the Context of Increasing Global Security Risks

 მოხსენების სლაიდები:

ეკონომისტთა V ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის მოხსენების სლაიდები


ბოლო სიახლეები