ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და პარტნიორ კლინიკათა წარმომადგენლებისთვის კომპანია

ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და პარტნიორ კლინიკათა წარმომადგენლებისთვის კომპანია "აპტოსმა" ტრენინგი ჩაატარა

18 ივლისს, ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მოწვევითა და ორგანიზებით, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის და პარტნიორ კლინიკათა წარმომადგენელთათვის, კომპანია "აპტოსმა" ტრენინგი - "აპტოს მეთოდები ესთეტიკურ გინეკოლოგიაში" ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ "აპტოსი"  პირველი ქართული კომპანიაა, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანდება აქვს სამედიცინო პროდუქციაზე და მოპოვებული აქვს FDA აღიარება გაუწოვად ძაფებზე. აპტოსი არის მცირე ინვაზიური პროცედურა, რომელიც ექიმებსა და პაციენტებს, 50-ზე მეტ მეთოდურ გადაწყვეტას სთავაზობს.

ტრენინგის მსვლელობისას განხილულ იქნა თემები, როგორიც არის ინტიმური ზონის გაახალგაზრდავება,  შარდის სტრესული შეუკავებლობა, მშობიარობის შემდგომ განვითარებული დეფექტები და სხვა. მოწვეულმა ტრენერებმა - ია მახარაძემ და ლევან ვაჩეიშვილმა თავიანთ პრაქტიკულ გამოცდილებებზე ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას აქტუალური ქეისები მიაწოდეს.

ღონისძიების ბოლოს, მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები და "აპტოსის" სიმბოლური სასაჩუქრე პაკეტები.


ბოლო სიახლეები