ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტში

ქუთაისის უნივერსიტეტში "სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის 2023“ გაიმართა

2023 წლის 19-23 ივნისს ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და ფაკულტეტების თანაორგანიზებით "სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის 2023“ გაიმართა.

კონფერენციის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა სამუშაო შეხვედრები და ვორქშოპები სტუდენტებისთვის მათთვის საინტერესო სხვადასხვა თემაზე.

კვირეულის მიზანი იყო კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა სტუდენტებში, მათთვის სამეცნიერო სტატიის და კვლევითი პროექტების მომზადების გაცნობა, კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პრინციპების გაცნობა და ა.შ.

სამუშაო შეხვედრებს და ვორქშოპებს უძღვებოდნენ ქუთაისის და "ევროპის უნივერსიტეტების" აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

კვირეულის ყველა მონაწილე სტუდენტს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.


ბოლო სიახლეები