ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში, ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო-ინტერაქტიული შეხვედრები გამართეს.
 
შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის სახელმწიფო სერვისების მიწოდების კომპონენტის შესახებ, რომლის მიზანია საჯარო მომსახურებების დახვეწა და მომხმარებლისთვის მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
 
სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს სააგენტოს საქმიანობისა და სახელმწიფო სერვისების მიწოდების კომპონენტის ძირითადი მიმართულებების შესახებ. კვლევებისა და პროექტების განვითარების სამსახურის წარმომადგენლები მათ საჯარო სერვისების შექმნის, მიწოდებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის საკითხებზე ესაუბრნენ.
 
შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა შეავსეს სპეციალური კითხვარი, რომლის განხილვის საფუძველზე, ქუთაისის უნივერსიტეტიდან მოხდება ერთი სტუდენტის შერჩევა, რომელიც ინტერვიუერის სახით მიიღებს მონაწილეობას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისების მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევაში.
 
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წამყვანი როლი უკავია საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში, სახელმწიფო სერვისების მიწოდების მიმართულებით. რეფორმა  გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UKAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.


ბოლო სიახლეები