ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

"ქუთაისის უნიევრსიტეტში" სტუდენტებისთვის სამეცნიერო კვირეული დაიწყო

"ქუთაისის უნივერსიტეტში“ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და ფაკულტეტების ორგანიზებით "სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის“ მიმდინარეობს.

19-23 ივნისს სტუდენტებისთვის სხვადასხვა თემაზე შეხვედრები და ვორქშოპები "ქუთაისის უნივერსიტეტში“ აკადემიური და მოწვეული პერსონალის მონაწილეობით გაიმართება.

კვირეულის მიზანია სტუდენტებში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება, სამეცნიერო ნაშრომის და სამეცნიერო კვლევითი პროექტების მომზადების ეტაპების გაცნობა, კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პრინციპების გაცნობა.

შეხვედრები ჩატარდება როგორც უნივერსიტეტის კამპუსში, ასევე ონლაინ (ზუმის პლატფორმის გამოყენებით).

დაგეგმილი შეხვედრების განრიგი იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

სასურველ ვორქშოპზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. გაითვალისწინეთ, რეგისტრაციის გავლას შეძლებთ მხოლოდ ქუთაისის უნივერსიტეტის მეილით.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: bit.ly/3qW1UYu

ყველა სტუდენტს, ვინც დაესწრება სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში ვორქშოპებს, გადაეცემა ელექტრონული სერტიფიკატი.

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: [email protected]ზე.


ბოლო სიახლეები