ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტი საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ პროექტში მონაწილეობს

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტი საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ პროექტში მონაწილეობს

ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გოჩა ქარდავა, საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ პროექტში, თემაზე „გახდი აუდიტორი“, მონაწილეობს, რომელსაც ინსტიტუტი საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებთან პარტნიორობით ახორციელებს.
 
პროექტის- „გახდი აუდიტორი“ მიზანია  სტუდენტების თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესების ხელშეწყობა, რაც მათ საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის წარმატებით გავლაში დაეხმარება. 

აღსანიშნავია, რომ პროექტში საქართველოს მასშტაბით არსებული 22 უმაღლესი სასწავლო დაწესებულების 32 საუკეთესო სტუდენტია ჩართული, რომლებიც საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ღონისძიებებში მიიღებენ  მონაწილეობას და აუდიტორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ.


ბოლო სიახლეები