29 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე, უკრაინის ეროვნეულ მეცნიერებათა აკადემიისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კიევის ეროვნული უნივერსიტეტის „კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის“ სამეცნიერო-კვლევითი კომპლექსის „გამოყენებითი სისტემური ანალიზის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელთა სპეციალური მიწვევით, კიევში, სამუშაო ვიზიტით, იმყოფებოდა ქუთაისის უნივერსიტეტის დელეგაცია უნივერსიტეტის დეკანის, პროფესორის, ბ-ნ კახაბერ გაბელაშვილისა და უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის საერთაშორისო პროექტების მენეჯერის, პროფესორის, ქ-ნ თეა კორძაძის შემადგენლობით.
ვიზიტის დროს, ხელი მოეწერა ორმხრივ ხელშეკრულებას, ხსენებულ ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის, რომელიც ითვალისწინებს „...პარტნიორობას, თანამშრომლობას და სამეცნიერო გაცვლებს“, კერძოდ:
და სხვა.
ამასთანავე, კიეველი პარტნიორები, მობილობის ფარგლებში, უფასოდ მოამზადებენ ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ მათთან სასწავლად გაგზავნილ ქართველ სტუდენტებს.
აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა 5 წლით განისაზღვრა.
{Gallery dir='news/07-11-2013'}