ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

რექტორის ბრძანებები

შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორის 02/03/2020 წლის Nº130 ბრძანებით ახალი კორონავირუსის (COVID - 19) შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი“ 2020 წლის 4 მარტიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის მითითებამდე, სტუდენტებისათვის სწავლებას (მათ შორის ნებისმიერ აქტივობას შუალედურ გამოცდამდე) ანახორციელებს ონ-ლაინ რეჟიმით, ვიდეო ლექციებისა და ონლაინ გაზიარების მეთოდით, კომპანია “Google” - ის ელექტრონული სწავლების მენეჯმენტის პლატფორმა “Classroom” -ისა და საკონფერენციო,სასწავლო პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით.


შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორის 12/03/2020 წლის Nº142 ბრძანებით ახალი კორონავირუსის (COVID - 19) შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაცია 2020 წლის 12 მარტიდან მუშაობას ახორციელებს დისტანციურ შრომის რეჟიმში, კერძოდ: სტუდენებთან და თანამშრომლების საკომუნიკაციოდ გამოყენებული იქნება, დისტანციური, ჯგუფური, სამუშაო პლათფორმა Slack -ი. ღონისძიებებისა და შეხვედრების ორგანიზებისათვის, შიდა ელექტრონული მართვის პლათფორმა  Trello.  დოკუმენტებთან სამუშაოდ Google Drive-ი, ხოლო თანამშრომელთა ონ-ლაინ კონფერენციებისა და შეხვედრებისთვის Google Meet-ი. უნივერსიტეტთან სტუდენტთა და გარეშე პირთა კომუნიკაციისათვის გამოყენებულ იქნება ელექტრონული ფოსტა : [email protected].